Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NCDC: ღორის გრიპის გავრცელების ინტენსივობა საქართველოში - 100 000 მოსახლეზე 248

18 იანვარი, 2016 18:59

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 2016 წლის მე-2 კალენდარული კვირის მდგომარეობით, გრიპის გავრცელების ინტენსივობა საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს არ აჭარბებს და შეადგენს 248-ს 100 000-ზე. ხოლო 14 იავარს დაფიქსირდა გრიპის A/H1p  ქვეტიპით გამოწვეული 1 ლეტალური შემთხვევა.

მათი თქმით, მრავალწლიანი დინამიკის მიხედვით, გრიპის გავრცელების ეპიდემიური ზღურბლია 450-500 შემთხვევა, 100 000 მოსახლეზე.

ამასთან, საყრდენი ბაზებით ეპიდზედამხედველობის მონაცემებზე დაყრდნობით, ბოლო 3 კვირის განმავლობაში (2015 წლის 53-ე და 2016 წლის პირველი და მეორე კვირა)   აღინიშნება გრიპისმაგვარი დაავადებების ინციდენტობისა და მძიმე მწვავე რესპირაციული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის წილი მატების ტენდეცია. 

ცენტრის ინფორმაციით, 2015-16 წლის გრიპის სეზონზე (2015 წლის მე-40 კალენდარული კვირიდან) საქართველოში სულ ლაბორატორიულად გამოვლენილია გრიპის (A/H1p) 45 ვირუსი. გრიპის სხვა ტიპის ვირუსების ცირკულაცია არ გამოვლენილა.

მათი თქმით, გრიპის გავრცელების თავისებურებებიდან გამომდინარე, საქართველოში ლოგიკურია მომდევნო კვირებში გაგრძელდეს შემთხვევათა მატების ტენდენცია.

დაავადებათა ცენტრის რეკომენდაციით:

  • განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა - მოერიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს! გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს! 
  • დაავადებულთა თვითიზოლაცია: თუ გაქვთ მაღალი ტემპერატურა, თავის, კუნთების, სახსრებისა და ყელის ტკივილით, დარჩით სახლში, მოერიდეთ ჯანმრთელ ადამიანებთან კონტაქტს; 
  • მიიღეთ სიმპტომური მკურნალობა - სიცხის დამწევები (გარდა ასპირინისა), ტკივილდამაყუჩებლები, ბევრი სითხე და ა.შ. 
  • იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა - სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში - ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა - სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა!

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^